დიზაინერი კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

დიზაინერი კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში გერმანელი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

კარლ ლაგერფელდი 1983 წლიდან Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი იყო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლოდ იყო.

"ინტერპრესნიუსი"