"ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა..."- "ენ-ტე-ვეს" თანადამფუძნებელი იგორ მალაშენკო ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს
"ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა..."- "ენ-ტე-ვეს" თანადამფუძნებელი იგორ მალაშენკო ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს
რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­დი­ის НТВ–ს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "Останкино"–ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, იგორ მა­ლა­შენ­კო ეს­პა­ნეთ­ში გა­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ცე­მა Коммерсант-ი თა­ვის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ 64 წლის მე­დი­ა­მე­ნე­ჯერ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტი თე­მურ ვა­ლე­ე­ვი, რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნებ­ში მა­ლა­შენ­კოს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, მის სიკ­ვდილს ადას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ ის ეს­პა­ნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ის­ვე­ნებ­და და არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ლე­ბი, რომ მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

მა­ლა­შენ­კოს მე­გობ­რებს ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რათ. ყო­ფი­ლი მე­დია-მაგ­ნა­ტი ვლა­დი­მირ გუ­სინ­სკი ად­გი­ლობ­რივ
მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია და "მის სიკ­ვდილ­ზე არაფ­რის თქმა არ სურს..."
ცნო­ბის­თვის, მა­ლა­შენ­კო ქსე­ნია სობ­ჩა­კის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, მისი შტა­ბი უფ­რო­სი იყო. "გონ­ზე ვერ მოვ­დი­ვარ. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ მან თავი მო­იკ­ლა... ის ისე­თი აქ­ტი­უ­რი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ჩემს საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში კა­რი­ე­რი­ულ წარ­მა­ტე­ბებ­სა და
სწორს სვლებს სწო­რედ მის გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­მად­ლი..." - ამ­ბობს ქსე­ნია სობ­ჩა­კი.  იხილეთ სრულად

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები