"ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა..."- "ენ-ტე-ვეს" თანადამფუძნებელი იგორ მალაშენკო ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა..."- "ენ-ტე-ვეს" თანადამფუძნებელი იგორ მალაშენკო ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიის НТВ–ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეკომპანია "Останкино"–ს გენერალური დირექტორი, იგორ მალაშენკო ესპანეთში გადაცვლილი იპოვეს. გამოცემა Коммерсант-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 64 წლის მედიამენეჯერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჟურნალისტი თემურ ვალეევი, რომელიც ბოლო ხანებში მალაშენკოსთან ერთად მუშაობდა, მის სიკვდილს ადასტურებს და ამბობს, რომ ის ესპანეთში, საკუთარ სახლში ისვენებდა და არსებობს მტკიცებულელები, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მალაშენკოს მეგობრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. ყოფილი მედია-მაგნატი ვლადიმირ გუსინსკი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მომხდარით გაოგნებულია და "მის სიკვდილზე არაფრის თქმა არ სურს..." ცნობისთვის, მალაშენკო ქსენია სობჩაკის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მისი შტაბი უფროსი იყო. "გონზე ვერ მოვდივარ. ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა... ის ისეთი აქტიური, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ჩემს საპრეზიდენტო კამპანიაში კარიერიულ წარმატებებსა და სწორს სვლებს სწორედ მის გამოცდილებას ვუმადლი..." - ამბობს ქსენია სობჩაკი.  იხილეთ სრულად

"ინტერპრესნიუსი"