მედვედევი, სურკოვი, პრიგოჟინი - კიდევ რომელი რუსი მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ ჰაკერების თავდასხმას და რა საიდუმლო მასალები გასაჯაროვდა? - კვირის პალიტრა

მედვედევი, სურკოვი, პრიგოჟინი - კიდევ რომელი რუსი მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ ჰაკერების თავდასხმას და რა საიდუმლო მასალები გასაჯაროვდა?

"კრემლის შავი მხარე", ანუ როგორ ჩაიგდეს ხელში ჰაკერებმა მაღალჩნოსნების ათასობით დოკუმენტი

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ  ა.წ. 25 იანვარს, რუსი მაღალჩინოსნების ელექტრონულ მისამართებზე კიბერშეტევის მოხდა, რა დროსაც ჰაკერების ჯგუფმა ათობით ათასი ფარული დოკუმენტი მოიპოვა.

მათ მთავარ სამიზნედ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, მაღალი იერარქიის საეკლესიო პირები, ოლიგარქები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იქცნენ.

კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც "კრემლის შავი მხარე" დაარქვეს, ერთ-ერთ ვებგვერდზე - Distributed Denial of Secrets (DDoS)-ზე გამოაქვეყნეს.

როგორც ცნობილია, DDoS აერთიანებს როგორც რუს, ასევე უკრაინელ ჰაკერებს. ვებგვერდზე, DDoS -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ემა ბესტმა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, განაცხადა, რომ მათთვის სამიზნე არა კონკრეტული ადამიანები, არამედ ზოგადად ინფორმაციის მოპოვება იყო.

რა ინფორმაცია მოიპოვეს ჰაკერებმა?

დოკუმენტები - ოფიციალური თუ სხვა პირადი სახის ინფორმაციები, ჰაკერებმა ძირითადად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული მისამართებიდან გადმოწერეს. ოფიციალური დოკუმენტების გარდა, ჰაკერებმა მოიპოვეს მაღალჩინოსნების პირადი მიმოწერები, მათ შორისაა კრემლის მრჩევნის ვლადისლავ სურკოვისა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების მიმოწერა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის პირადი დოკუმენტები, მისი iPhone-ის დაჰაკვის შედეგად მოიპოვეს, მათ შორისაა სადღესასწაულო ფოტოები და სია, რომელიც მედვედევს სახლისთვის ჰქონდა ჩამოწერილი.

ჰაკერების შეტევას ემსხვერპლა ვლადიმირ პუტინის მთავარი შეფ-მზარეული ევგენი პრიგოჟინიც, რომლის  ფაილები სხვადასხვა ჩანიშნული ინფორმაციით, გაასაჯაროეს. როგორც ცნობილია, პრიგოჟინი უზრუნველყოფს სადილებს რუსეთის პრეზიდენტისთვის, ასევე საბანკეტო წვეულებებს უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი

ინფორმაციის გაჟონვის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი დაკავშირებული იყო არაოფიციალურ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერთან". ამ დაჯგუფებაზე ბი-ბი-სი წერდა, რომ სწორედ ისინი აგზავნიდნენ სირიაში დაქირავებულ მკვლელებს.

ჰაკერთა მოპოვებულ ინფორმაციაში ჩანდა ისიც, რომ პრიგოჟინს შენიშვნები ჰქონდა ჩამიშნული პუტინისა და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების საუბრებში, მათ შორის მოხვდა საუბარი სილვიო ბერლუსკონისთან.

ჟურნალისტმა რომან ბორდოხოტოვმა Al Jazeera-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ნათელი გახდა ბევრი ისეთი საკითხი, რომელსაც მხოლოდ კულუარულად საუბრობდნენ.

"ჰაკერული თავდასხმის შედეგად გამოქვეყნდა დოკუმენტები, სადაც ნათელი გახდა, თუ როგორ აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება მედიას. როგორ ავრცელებენ ისინი მათთვის სასურველ მესიჯებს პარლამენტარებში, შემდეგ კი ჟურნალ-გაზეთებში, ტელევიზიებსა თუ ინტერნეტგამოცემებში. როგორ აწარმოებენ ისინი სისხლის სამართლის გამოძიებებს ოპოზიციონერი ოპონენტების წინააღმდეგ, ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე".

ჰაკერთა თავდასხმის შედეგად ცნობილი ასევე გახდა სხვადასხვა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. როგორც ცნობილია, დონეცკში ჩასვლისთვის და ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა სჭირდებოდათ, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ერთ-ერთი თანამშრომლის ტატიანა ეგოროვას ელექტრონული ფოსტის გატეხვისას ამოიღეს მიმოწერები, სადაც ის ბი-ბი-სის ჟურნალისტს ლანძღავს და ნატოს პროპაგანდისტად მოიხსენიებს, მას არ სურდა ჟურნალისტი დონეცკში შეეშვა, თუმცა ის "გავლენიანი გამოცემის" წარმომადგენელი იყო და სხვა გზა არ ჰქონდა.

რა მოხდება და როგორ იმოქმედებს რუსეთი ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია. (წყარო)

იხილეთ ასევე: "პრეზიდენტმა ისეთი გაბრაზება იცის, შეიძლება სისხლი გაგეყინოს" - ვინ არის პუტინის მარჯვენა ხელი, სკანდალური პირადი ცხოვრებით?

თარგმნა ეკა გადახაბაძემ