ტრამპი კიმ ჩენ ინს: "თქვენ დიადი ლიდერი ბრძანდებით, თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი ელის"
ტრამპი კიმ ჩენ ინს: "თქვენ დიადი ლიდერი ბრძანდებით, თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი ელის"
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იქნება.

"მივიჩნევ, რომ თქვენს ქვეყანას წარმოუდგენელი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი უსაზღვროა. ვფიქრობ, თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი ელის. თქვენ დიადი ლიდერი ბრძანდებით", - განუცხადა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს.

თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა
განაცხადა, რომ "პრეზიდენტმა ტრამპმა მამაცობა გამოიჩინა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით".

"ჩვენი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით უნდობლობასა და პრობლემებს დაძლევენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა რეალურ შედეგებს გამოიღებს", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

...
03 მარტი 2019 20:17
Me mgoni droa tavadac “diadi lideris” mier martul qveyanashi gadasahldes, chans rom ise rogorc yvela chrdilo koreels masac sjera kimis sidiadisa :)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები