მსოფლიო მნიშვნელობის პენსიონერი... პრეზიდენტები - კვირის პალიტრა

მსოფლიო მნიშვნელობის პენსიონერი... პრეზიდენტები

ბილ კლინტონი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლექტორი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პენსიაზე გასვლის შემდეგ ორი სახლი იყიდა - ერთი თავისთვის, მეორე კი... მეუღლისთვის. კლინტონი დროის ძირითად ნაწილს 1,7 მლნ დოლარად შეძენილ ორსართულიან ვილაში ატარებს, რომელშიც 11 ოთახია (მათ შორის, 5 საძინებელი) და რომელიც ნიუ-იორკთან ახლოს, ქალაქ ჩაპაკუაში მდებარეობს. თითქმის 3 მილიონად ღირებული მეორე, წითელი აგურის სახლი ვაშინგტონშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაკავებული ქალბატონი ბრძანდება, მაგრამ სანამ ამ პოსტზე აირჩევდნენ, ბილ კლინტონი მანამდეც მისგან განმარტოებით ამჯობინებდა ცხოვრებას...

აშშ-ის ექსპრეზიდენტი  დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ლექტორად მიიჩნევა. თითო ლექციაში ის საშუალოდ 100 ათას დოლარს  იღებს, სულ კი ამ გზით 40 მლნ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. გარდა ამისა, კლინტონმა წიგნიც დაწერა სახელწოდებით My  Life to Knopf, რომლისთვისაც 15 მილიონი დოლარი მიიღო და  ერთ-ერთი კომპანიის ექსპერტადაც წაიმუშავა, რისთვისაც გასამრჯელოდ  თითქმის 12 მილიონი დოლარი "დაიმსახურა".

მას შემდეგ, რაც ბილმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, კლინტონების ქონებამ დაახლოებით 109 მილიონი დოლარით მოიმატა. ბილს საჩუქრებითაც ხშირად ანებივრებდნენ. მისთვის მირთმეულ ძვირფას ნივთებს შორის გამოირჩევა ხელნაკეთი ხალიჩა, რომელიც კლინტონს ჰეიდარ ალიევმა აჩუქა. ხალიჩას 12 ოსტატი 3 თვე ქმნიდა და მასზე კლინტონების ოჯახია გამოსახული გულის ფორმის მედალიონში.

KvirisPalitra.Geმარგარეტ ტეტჩერი

მემუარები "ჭკუასუსტი ბებრუხანასგან"

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა "რკინის ლედიმ" 1990 წელს დატოვა, 1992 წელს მარგარეტს ბარონესას ტიტული უბოძეს და ლორდთა პალატაშიც მიუჩინეს ადგილი. მისი შემოსავლის დიდი ნაწილი მემუარებზე მოდის. ტეტჩერის ორი ტომი The Path to Power და The Downing Street Years

ბესტსელერებად იქცა და ავტორს გვარიანი ფულიც მოუტანა. ცოტა ხნის  წინ მარგარეტ ტეტჩერის შვილები იმ ფილმის სცენარმა აღაშფოთა, რომლის მიხედვითაც, ტეტჩერის როლი მერილ სტრიპმა განასახიერა.

სცენარის მიხედვით, "რკინის ლედი" ჭკუასუსტი ბებრუხანაა, რომელიც ზოგიერთ ეპიზოდში საკუთარ თავს ელაპარაკება და ვერ გაუცნობიერებია, რომ მისი მეუღლე დენის ტეტჩერი გარდაცვლილია. შვილებისგან განსხვავებით, თავად მარგარეტი სცენარს დიდად არ აღუშფოთებია -  როგორც ჩანს, 84 წლის "ბებრუხანასთვის" დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას იფიქრებენ მასზე.

KvirisPalitra.Geჟაკ შირაკი

ელისედან ციხე-კოშკამდე

ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის ვადა 2007 წლის მაისში ამოიწურა.  ყოფილი პრეზიდენტი მეუღლესთან, ბერნადეტთან ერთად სწორედ მას შემდეგ გადაბარგდა ელისეს მინდვრებზე მდებარე რეზიდენციიდან მოკრძალებულ პარიზულ ბინაში. სახლი სენას მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ფანჯრები კი პირდაპირ ლუვრს გადაჰყურებს.

აღნიშნული სახლის გარდა, შირაკის საკუთრებაა ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე, 1969 წელს შეძენილი XVI საუკუნის ციხე-კოშკი, რომელიც კორეზის დეპარტამენტში მდებარეობს და საკუთარი ტბა და ტყე აქვს...

შირაკის ამჟამინდელი შემოსავლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვია და 10-წლიანი პატიმრობაც კი ემუქრება! საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა შირაკი პარიზის მერი გახლდათ.

გამოძიების მასალების თანახმად, 1988-1994 წლებში, ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნით, შირაკმა სახელმწიფო 2,2 მილიონი ევროთი აზარალა.

მართალია,  ექსპრეზიდენტი თანახმაა, აღნიშნული თანხა გადაიხადოს და მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც პარიზის მერიამ უკან გამოითხოვა, მაგრამ 2011 წლის თებერვალში დანიშნული სასამართლო მაინც გაიმართება.

KvirisPalitra.Geალბერტო ფუხიმორი

პენსიის ნაცვლად - ციხე

თუ შირაკის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 72 წლის პერუს ყოფილ პრეზიდენტს (1990-2000 წლებში), ალბერტო ფუხიმორის,

სიცოცხლის დარჩენილი წლების გატარება გისოსებს მიღმა მოუწევს. მას შემდეგ, რაც ფუხიმორი ქვეყნის პირველი პირის თანამდებობას გამოეთხოვა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების მთელი "თაიგული" აღიძრა.

ძალაუფლების გადამეტება, "სიკვდილის ესკადრონების" შექმნა, ქრთამის მიცემა, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მოსყიდვა - ეს იმ დანაშაულთა  მხოლოდ ნაწილია, რომელთა გამოც პერუს ექსპრეზიდენტს 40 წელზე მეტი მიუსაჯეს.

KvirisPalitra.Geჰარი ტრუმენი

ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

აშშ-ის 33-ე პრეზიდენტის, ჰარი ტრუმენის მმართველობის ვადა 1953 წელს დასრულდა. ამის შემდეგ ტრუმენმა თავის მშობლიურ ქალაქ ინდეპენდენსს მიაშურა. რაც უნდა საკვირველი იყოს, იმ დროისათვის მას შემოსავალი თითქმის არ ჰქონდა. პრეზიდენტობამდე მას ბიზნესი არ ჰქონია და არც ქვეყნის მართვის პერიოდში უფიქრია რაიმე შემოსავლიანი საქმის წამოწყებაზე.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ტრუმენის შემოსავალი მხოლოდ სამხედრო პენსია გახლდათ, რომელიც თვეში... 112 დოლარი (?!) იყო. მეტი რა გზა ჰქონდა და ჰარის შესანიშნავი იდეა მოუვიდა - გაეყიდა საკუთარი მემუარები, ორტომეულმა 670 ათასი დოლარი მოუტანა, თუმცა, გადასახადების გასტუმრების შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი დარჩა.

ტრუმენის ფინანსური მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ 1958 წელს კონგრესმა სპეციალური აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ყოფFილი მეთაურების პენსია წლიურად 25 000 დოლარით განისაზღვრა.  1957 წელს ტრუმენმა ინდეპენდენსში საკუთარი ბიბლიოთეკა დააარსა. სწორედ ამ ბიბლიოთეკის ეზოში დაკრძალეს 15 წლის შემდეგ...

KvirisPalitra.Geჯიმი კარტერი

ფერმერი და მწერალი

სანამ აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა, ჯიმი კარტერი ფერმერი იყო, თუმცა, ქვეყნის პირველ პირად არჩევის შემდეგ მან უარი თქვა ჯორჯიის შტატში მდებარე საკუთარ ფერმაზე და სხვას გადაულოცა. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა კარტერი ფერმის უკან დაბრუნებას შეეცადა, აღმოჩნდა, რომ მის მმართველს რამდენიმემილიონიანი ვალის დადება "მოეხერხებინა".

ამიტომაც, ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა, ფული საკუთარი ჭკუით, უფრო სწორად - საკუთარი ფიქრებითა და მოგონებებით ეშოვა და წიგნების წერას მიჰყო ხელი.  კარტერი ოცზე მეტი წიგნის ავტორია, რომელთა შორისაცაა მემუარები, საბავშვო მოთხრობები, ლექსები და ბიბლიის კომენტარებიც კი...