დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს "დეილი მეილი"?
დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს "დეილი მეილი"?
ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში მდე­ბა­რე ალ ნუ­რის მე­ჩეთ­ში პა­რას­კე­ვის ლოც­ვის დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და და მლოც­ვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, კი­დევ ათე­უ­ლო­ბით მლოც­ვე­ლი და­შავ­და. თავ­დას­ხმის დროს ერთ მე­ჩეთ­ში 200-მდე, ხოლო მე­ო­რე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ალ-ნუ­რი­სა და ლინ­ვუ­დის მე­ჩე­თებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე შე­ვიდ­ნენ. შეს­ვლის­თა­ნა­ვე მათ კარი ჩა­კე­ტეს და სრო­ლა და­ი­წყეს.

Daily Mail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - ის 28 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი
ბრენ­ტონ ტა­რან­ტი
აღ­მოჩ­ნდა.

მან თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი Facebook-ის სა­კუ­თა­რი გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ ტე­რო­რის­ტი მე­ჩეთ­თან ია­რა­ღით სავ­სე მან­ქა­ნით მი­დის, რო­მელ­შიც პატ­რი­ო­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის სიმ­ღე­რე­ბია ჩარ­თუ­ლი. კადრში ასე­ვე ჩანს რომ მან­ქა­ნა­ში არ­სე­ბულ და­ახ­ლო­ე­ბით 6 ია­რაღს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხო­ცად გა­მო­ი­ყე­ნა, თეთ­რად წარ­წე­რე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

წარ­წე­რებს შო­რის ქარ­თულ ასო­ებს მოკ­რავთ თვალს - მათ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ლე­ვე­ლი მე­ფი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლიც იკი­თხე­ბა, მის გვერ­დით კი თა­მარ მე­ფის მე­უღ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის და­ვით სოს­ლა­ნის სა­ხე­ლი წე­რია.


რო­გორც Daily Mail აღ­ნიშ­ნავს, ია­რაღ­ზე და­ტა­ნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­სულ­ში "მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნეს“. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის გარ­და ია­რაღ­ზე იკი­თხე­ბა რუსი სა­ზღვაო მხე­დარ­თმთავ­რის, გე­ნე­რალ-ადი­უ­ტანტ დი­მიტ­რი სე­ნი­ა­ვი­ნის სა­ხე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ათო­ნი­სა და დარ­და­ნე­ლის ბრძო­ლა­ში თურ­ქებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. გაგრძელება


maiko
20 მარტი 2019 12:30
რა კომენტარი უნდა გავაკეთო , ხალხს ტვინები აქვთ ამოყირავებული ამ პლანეტაზე და ეგ არი

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები