დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს "დეილი მეილი"? - კვირის პალიტრა

დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს "დეილი მეილი"?

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით მლოცველი დაშავდა. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - ის 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი აღმოჩნდა.

მან თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები Facebook-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტერორისტი მეჩეთთან იარაღით სავსე მანქანით მიდის, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სიმღერებია ჩართული. კადრში ასევე ჩანს რომ მანქანაში არსებულ დაახლოებით 6 იარაღს, რომელიც მოგვიანებით მან ადამიანების დასახოცად გამოიყენა, თეთრად წარწერები აქვს გაკეთებული.

წარწერებს შორის ქართულ ასოებს მოკრავთ თვალს - მათში საქართველოს უძლეველი მეფისა და მხედართმთავრის დავით აღმაშენებლის სახელიც იკითხება, მის გვერდით კი თამარ მეფის მეუღლისა და ქართული ჯარების მთავარსარდლის დავით სოსლანის სახელი წერია.

როგორც Daily Mail აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში "მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“. დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის გარდა იარაღზე იკითხება რუსი საზღვაო მხედართმთავრის, გენერალ-ადიუტანტ დიმიტრი სენიავინის სახელი. აღსანიშნავია, რომ მან ათონისა და დარდანელის ბრძოლაში თურქებზე გამარჯვება მოიპოვა. გაგრძელება