სასაკლაო შურისძიების სახელით - ვინ იყო 11 წლის ებბა აკერლუნდი და რატომ აღმოჩნდა ქართველების სახელები ახალზელანდიურ ტყვიებზე?! - კვირის პალიტრა

სასაკლაო შურისძიების სახელით - ვინ იყო 11 წლის ებბა აკერლუნდი და რატომ აღმოჩნდა ქართველების სახელები ახალზელანდიურ ტყვიებზე?!

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით მლოცველი დაშავდა. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - ის 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი აღმოჩნდა.

მან თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები Facebook-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტერორისტი მეჩეთთან იარაღით სავსე მანქანით მიდის, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სიმღერებია ჩართული. კადრში ასევე ჩანს, რომ მანქანაში არსებულ დაახლოებით 6 იარაღს, რომელიც მოგვიანებით მან ადამიანების დასახოცად გამოიყენა, თეთრად წარწერები აქვს გაკეთებული.

წარწერებს შორის ქართულ ასოებს მოკრავთ თვალს - მათში საქართველოს უძლეველი მეფისა და მხედართმთავრის დავით აღმაშენებლის სახელიც იკითხება, მის გვერდით კი თამარ მეფის მეუღლისა და მთავარსარდლის დავით სოსლანის სახელი წერია. ტერაქტი ახალ ზელანდიაში

იარაღზე ასევე იკითხება რუსი საზღვაო მხედართმთავრის, გენერალ-ადიუტანტ დიმიტრი სენიავინის სახელი. აღსანიშნავია, რომ მან ათონისა და დარდანელის ბრძოლაში თურქებზე გა-მარჯვება მოიპოვა.

იარაღზე ასევე დატანილია მარკო მილიანოვის - ცნობილი მონტენეგროელი მწერალისა და სარდლის სახელი, რომელიც სერბეთის ეროვნული გაერთიანებისა და ოსმალეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა.

კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სახელი იკითხება იარაღზე, ბრიტანელი ადმირალი, ედვარდ კოდრინგტონია, რომელიც 1827 წლის 20 ოქტომბერს საბერძნეთის რევოლუციის დროს ნავა-რინოს ყურეში მიმდინარე საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც ბრიტანულმა, ფრანგულმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა ოსმალეთის იმპერიისა და ეგვიპტის გაერთიანებული ძალები გაანადგურეს. სავარაუდოდ, ეს სახელები ტყვის მჭიდებზე სწორედ იმიტომ მოხვდა, რომ მათ ყველაზე დიდი ბრძოლები გადაიხადეს მაჰმადიანურ სამყაროსთან.

საინტერესოა, რომ თავდამსხმელი ბრენტონ ტარანტმა ეჩეთზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე 87-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც როგორც საკუთარ პიროვნებაზე, ასევე თავდასხმის განხორციელების მოტივზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ ბევრი თავდამსხმელის ისტორიით არის შთაგონებული - მათ შორის ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობით (2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა).

კითხვაზე, თუ რატომ აპირებს მასშტაბური თავდასხმის განხორციელებას მეჩეთზე, წერს:

"იმისთვის, რომ შური ვიძიო დამპყრობლებზე, რომლებმაც ევროპის მიწებზე ათასობით ადა-მიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

რათა შური ვიძიო მილიონობით ევროპელის დამონებისთვის, რომლებიც მუსლიმ დამპყრობ-ლებს ევროპული მიწებიდან მიჰყავდათ.

იმისთვის, რომ შური ვიძიო იმ ათასობით ევროპული სიცოცხლისთვის, რომელიც მათ ტერო-რისტული აქტების განხორციელებისას შეიწირეს.

იმისთვის, რომ ევროპულ მიწებზე მიგრაციის მაჩვენებელი შევამცირო დაშინებითა და მათი ფიზიკური განადგურებით". წყარო

ამავე მიმართვაში ლაპარაკია იმაზეც, რომ შურისძიება კონკრეტულად უკავშირდება 2017 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტს, რომლის დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც მძღოლმა თავდასხმისთვის გამოიყენა, ჯერ ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, მერე კი სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა. სტოკჰოლმის ტერაქტისას დაღუპულები

მანქანის გამტაცებელმა გაიარა ექვსი კვარტალი, გადავიდა სტოკჰოლმის მთავარ ქუჩაზე - დროტნინგეტენზე და ტროტუარზე ხალხის გატანა დაიწყო. შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგონა, ებბა აკერლუნდი.  თავდამსხმელის მტკიცებით,  მისი სიცოცხლისთვის შურისძიებაც გახდა ახალ ზელანდიაში მომხდარი სასაკლაოს ერთ-ერთი მიზეზი.

შვედეთის სამართალდამცავებმა მალევე დაააკვეს უზბეკეთის მოქალაქე, რახმატ აკილოვი, რომელმაც აღიარა დანაშაული. 2018 წლის 20 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე აკილოვმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომანქანით, მკვლელობის მიზნით შეეჯახა ხალხს, რათა თავისი წვლილი შეეტანა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

იხილეთ ასევე: სუს-ი ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული ქართულ წარწერიანი იარაღის შესახებ განცხადებას ავრცელებს