"ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვლავ განაცხადა, რომ მზად არის ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ ერეღლიში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას ჩვენი 251 მოქალაქე დაიღუპა. დამნაშავეები სასჯელს იხდიან, თუმცა, არ მომწონს ის ფაქტი, რომ ისინი უნდა ვკვებოთ. თუ ჩვენი პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს აღადგინოს სიკვდილით დასჯა, მე მას მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აგვისტოს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი განიხილოს.

"ინტერპრესნიუსი"