ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი "რადიო თავისუფლების" სამი სამსახურის, მათ შორის ქართული ბიუროს დახურვას ითვალისწინებს - კვირის პალიტრა

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი "რადიო თავისუფლების" სამი სამსახურის, მათ შორის ქართული ბიუროს დახურვას ითვალისწინებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი "რადიო თავისუფლების" სამი სამსახურის, მათ შორის ქართული ბიუროს დახურვას ითვალისწინებს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, "რადიო თავისუფლების" საერთაშორისო მაუწყებლობის დაფინანსება 22%-ით შემცირდება.

ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" ბიუჯეტი 87 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გათვალისწინებულია ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვა. პროექტის მიხედვით, ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი აშშ-ს კონგრესს გადაეცემა განსახილველად, რაც არაერთ ცვლილებას განიცდის განხილვის ეტაპებზე.

"ინტერპრესნიუსი"