ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა - კვირის პალიტრა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თავად ნაზარბაევმა განაცხადა.

"გადაწყვეტილება მივიღე გადავდგე პრეზიდენტის თანამდებობიდან", - განაცხადა მან სატელევიზიო ეთერში.

წელს 30 წელი სრულდება, რაც ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვიმყოფები. ჩვენმა დიადმა ხალხმა პატივო მარგო, დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ვყოფილიყავი.

ჩვენი კანონებით მე მონიჭებული მაქვს პირველი პრეზიდენტის სტატუსი. ვრჩები უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც კანონით აღჭურვილია სერიოზული უფლებამოსილებით ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ასევე ვრჩები პარტია „ნურ ოთანის“ ლიდერად და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად", - განაცხადა ნაზარბაევმა.

"ინტერპრესნიუსი"