ვინ შეასრულებს ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას? - კვირის პალიტრა

ვინ შეასრულებს ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას?

ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი დღეს ფიცს დადებს და ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელიც ძალაში დღეიდან შედის.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სენატის სპიკერს გადაეცემა.

ტოკაევი პრეზიდენტის ფუნქციებს 2020 წლამდე შეასრულებს. შემდეგ კი, კანონმდებლობის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"