ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ასტანას ნურსულთანი დაერქვას - კვირის პალიტრა

ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ასტანას ნურსულთანი დაერქვას

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დღეიდან ასრულებს, ინიციატივით გამოდის, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას.

"საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას", - განაცხადა ტოკაევმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელიც ძალაში დღეიდან შედის.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სენატის სპიკერს გადაეცემა.

ტოკაევი პრეზიდენტის ფუნქციებს 2020 წლამდე შეასრულებს. შემდეგ კი, კანონმდებლობის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"