ყაზახეთის პარლამენტმა ასტანასთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ყაზახეთის პარლამენტმა ასტანასთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქ ასტანასთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა.შესაბამის საკითხზე კენჭისყრა ქვეყნის პარლამენტში დღეს გაიმართა.

დეპუტატებმა კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

აღნიშნული ცვლილება ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი
დაერქვას.

"საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას", - განაცხადა ტოკაევმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები