ყაზახეთის პარლამენტმა ასტანასთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

ყაზახეთის პარლამენტმა ასტანასთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქ ასტანასთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა.შესაბამის საკითხზე კენჭისყრა ქვეყნის პარლამენტში დღეს გაიმართა.

დეპუტატებმა კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

აღნიშნული ცვლილება ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას.

"საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას", - განაცხადა ტოკაევმა.