"ფეისბუქის" ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლებს ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლებთან წვდომა ჰქონდათ - კვირის პალიტრა

"ფეისბუქის" ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კომპანიის თანამშრომლებს ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლებთან წვდომა ჰქონდათ

"ფეისბუქს" ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლი დაუშიფრავ ტექსტად ჰქონდა შენახული, - ამის შესახებ თავად კომპანიაში ადასტურებენ.

როგორც "ფეისბუქის" ვიცე -პრეზიდენტმა პედრო კანაჰუატიმ განაცხადა, პაროლებს კომპანიის თანამშრომლები ხედავდნენ, თუმცა, არ დასტურდება, რომ რომელიმე მათგანმა ინფორმაცია ბოროტად გამოიყენა და მომხმარებლის ანგარიშში შევიდა.

კანაჰუატის თქმით, "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" მომხმარებლები, რომელთა პაროლები თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი იყო, შეტყობინებას მიიღებენ.

"ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცვაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არაფერია", - აცხადებს "ფეისბუქის" ვიცე-პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"