"დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია" - რა წერია სპეციალური პროკურორის ანგარიშში?
"დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია" - რა წერია სპეციალური პროკურორის ანგარიშში?
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პროკურორის რობერტ მუელერის გამოძიების ანგარიშში, რომელიც აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ნაწილობრივ გამოაქვეყნა.

"სპეციალურმა პროკურორმა ვერ გამოავლინა, რომ აშშ-ს რომელიმე მოქალაქე ან ტრამპის საარჩევნო კამპანიის თანამდებობის პირი რუსეთთან კავშირში იყო ან რუსეთთან ერთად ქმედებების კოორდინირებას ახდენდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით", - ნათქვამია აშშ-ს გენერალური პროკურორის წერილში.

სპეციალური პროკურორის რობერტ მუელერის გამოძიების
ანგარიშში ნათქვამია, რომ "არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს კავშირი არ ჰქონდა რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევასთან".

ამავდროულად, რობერტ მუელერის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან მართლმსაჯულების
განხორციელებისთვის ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებდა და ამბობდა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან თანამშრომლობა არ ყოფილა.

ანგარიშს უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. ის მიიჩნევს, რომ მისთვის ბრალდების წაყენება, რომ რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა, არაკანონიერი იყო.

"სირცხვილია, რომ ჩვენს ქვეყანას ამის გავლა მოუწია. სიმართლე გითხრათ, სირცხვილია, რომ თქვენს პრეზიდენტს ამის გავლა მოუწია", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მასთან მიმართებაში ბრალდებები მანამდე გაისმა, ვიდრე პრეზიდენტად აირჩევდნენ.

"ვიმედოვნებ, რომ ვინმე ყურადღებას მიაქცევს მეორე მხარეს. ეს იყო ხელისუფლების დამხობის არაკანონიერი მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და იმედია, ვინმე შეამოწმებს მათ, ვინც მეორე მხარეზეა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ბრალდებები აბსურდული იყო და საბოლოოდ ის "სრულად გამართლდა".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა