"აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება პასუხია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა"
"აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება პასუხია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა"
სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება ერთგვარი პასუხია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ აია-სოფიას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ“, - განაცხადა ერდოღანმა ტრაპიზონში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ 24
მარტს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აია- სოფიას სტატუსი შეიცვლება.

აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

lia
03 აპრილი 2019 12:20
ერდოღანი მგონი სააკაშვილზე უფრო დიდი ქაჯია.
28 მარტი 2019 08:15
მე ვიცი ამ ამბავს დიდი სკანდალი მოყვება. უკვე კაი ხანია ერდოგანი აია სოფიას შიგნიდან აშლევინებს ხატებს. ეხლა კი გამოაცხადა გადაკეთება. არადა ეს შარშანაც აქვს ნათქვამი და არავინ ყური არ შეიბერტყა. იერუსალიმზე არც იყო ლაპარაკი მაშინ უკვე ნათქვამი ქონდა ეს მხოლოდ საბაბია ვითომ ტრამპს სამაგიეროს უხდის

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები