"მე უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე - ლიბერალებს, უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე - ისინი, მე პრეზიდენტი ვარ, ისინი - არა" - კვირის პალიტრა

"მე უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე - ლიბერალებს, უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე - ისინი, მე პრეზიდენტი ვარ, ისინი - არა"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ არ ესმის თუ რატომ მიიჩნევენ თავიანთ თავს ელიტად ლიბერალები, რომლებიც მას უპირისპირდებიან.

"იცით, ყოველთვის ვისმენ სიტყვა ელიტას. მე უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე - მათ. მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე - ისინი. მე საუკეთესო სასწავლებლებში დავდიოდი. უფრო ლამაზი სახლი მაქვს, უფრო ლამაზი ბინა. ყველაფერი გაცილებით უკეთესი მაქვს. მე პრეზიდენტი ვარ, ხოლო ისინი - არა. ამის მერე ისინი ამბობენ, რომ ელიტა არიან?" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის მათ ელიტად მიიჩნევს.

"ისინი ელიტა არ არიან. თქვენ ხართ ელიტა! ჩენ ვართ ელიტა. თქვენ უფრო ჭკვიანები ხართ და უფრო ერთგულები", - დასძინა დონალდ ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"