აშშ არასდროს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან წლების განმავლობაში თავიანთ პოლიტიკას ამაზე აშენებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა."შემიძლია პირდაპირ გითხრათ: აშშ არასოდეს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან მათი პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სანქციების გამოყენებას. ჩვენს ისტორიაში არასოდეს ყოფილა რაიმე მონაკვეთი, როდესაც ეს სანქციები არ არსებობდა", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამგვარი პოლიტიკური პოზიცია სინანულს იწვევს, ვინაიდან "ეს საერთაშორისო თანამშრომლობას ავნებს"."ინტერპრესნიუსი"