"აშშ არასდროს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს" - კვირის პალიტრა

"აშშ არასდროს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს"

აშშ არასდროს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან წლების განმავლობაში თავიანთ პოლიტიკას ამაზე აშენებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"შემიძლია პირდაპირ გითხრათ: აშშ არასოდეს გააუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან მათი პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სანქციების გამოყენებას. ჩვენს ისტორიაში არასოდეს ყოფილა რაიმე მონაკვეთი, როდესაც ეს სანქციები არ არსებობდა", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამგვარი პოლიტიკური პოზიცია სინანულს იწვევს, ვინაიდან "ეს საერთაშორისო თანამშრომლობას ავნებს".

"ინტერპრესნიუსი"