ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს დებატებში სტადიონ "ოლიმპიისკიზე" იწვევს - კვირის პალიტრა

ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს დებატებში სტადიონ "ოლიმპიისკიზე" იწვევს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს კიევში, სტადიონ "ოლიმპიისკიზე" იწვევს, სადაც დებატების გამართვას სთავაზობს. შესაბამისი ვიდეომიმართვა მან "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა.

"მივმართავ პეტრო პოროშენკოს. თქვენ დებატებზე მიწვევთ. ოცნებობდით, რომ მე გავიქცეოდი - არა, მე ეს თქვენ არ ვარ 2014 წელს", - განაცხადა ზელენსკიმ.

თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს პირობებს უყენებს.

"გელოდებით სტადიონზე. დებატები შედგება უკრაინელი ხალხის წინაშე. ყველა არხს ექნება უფლება, გააშუქოს პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტებს უფლება ექნებათ დაესწრონ დებატებს. კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო ექსპერტიზა და ხალხს დაუმტკიცონ, რომ მათ შორის არ არიან ალკოჰოლიკები და ნარკომანები. ქვეყანას ჯანმრთელი პრეზიდენტი სჭირდება. უკრაინის მოქალაქეთა მესამედისადმი პატივისცემის ნიშნად, თქვენ საჯაროდ უნდა თქვათ, რომ დებატები შედგება არა კრემლის მარიონეტთან, არა კლოუნთან, არამედ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთან ვლადიმერ ზელენსკისთან. ამისთვის გაძლევთ 24 საათიან ვადას. იფიქრეთ" - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"