ვლადიმირ ზელენსკიმ პოროშენკოსთან დაგეგმილ დებატებში, რომელიც სტადიონზე გაიმართება, არბიტრის როლი ტიმოშენკოს შესთავაზა - კვირის პალიტრა

ვლადიმირ ზელენსკიმ პოროშენკოსთან დაგეგმილ დებატებში, რომელიც სტადიონზე გაიმართება, არბიტრის როლი ტიმოშენკოს შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ადასტურებენ, რომ 19 აპრილს ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის დებატები შედგება. სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკის პოლიტკონსულტანტმა დიმიტრი რაზუმკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დებატების პირობები, რომლებიც ვლადიმირ ზელენსკიმ მანამდე გააჟღერა, კვლავაც ძალაში რჩება.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოსთან დებატებისას, კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს იულია ტიმოშენკოს დამოუკიდებელი არბიტრობა შესთავაზა.

"ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო ჯერ კიდევ ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა "დამოუკიდებელი არბიტრის" სახით საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებში.

ტიმოშენკოს წარმომადგენლის განცხადებით, ჯერ კიდევ აქვთ დრო მოსაფიქრებლად.

ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პროშენკოს დებატებზე დასათანხმებლად 24 საათიანი ვადა 3 აპრილს მისცა და რამდენიმე პირობაც წაუყენა, მათ შორის ის, რომ დებატები კიევის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართოს. პოროშენკო შეთავაზებას დათანხმდა.

"ინტერპრესნიუსი"