"დებატები შოუ არ არის" - რას პასუხობს ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებას პეტრო პოროშენკო - კვირის პალიტრა

"დებატები შოუ არ არის" - რას პასუხობს ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებას პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკის წინადადებას გამოეხმაურა, რომ იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნების დებატებზე არბიტრის როლში გამოვიდეს.

„ჩემი პოზიცია შემდეგია. დებატები შოუ არ არის. მივიჩნევ, რომ ამგვარი აგდებული ან დაუფიქრებელი მიმართვა იულია ტიმოშენკოსა და მისი ამომრჩეველისადმი უპატივცემულობას გამოხატავს. მას ხმა ორმა მილიონმა ადამიანმა მისცა და პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმირ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილ დებატებში, რომელიც სტადიონზე გაიმართება, არბიტრის როლი იულია ტიმოშენკოს შესთავაზა.

იხილეთ ასევე: "თაღლითი, პოპულისტი და საუცხოო კორუფციონერი - მიხო სააკაშვილი" - პრეზიდენტობის პრეტენდენტ ზელენსკის პაროდია სააკაშვილზე

"ინტერპრესნიუსი"