სლოვაკეთის პარლამენტმა შეცდომით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს - კვირის პალიტრა

სლოვაკეთის პარლამენტმა შეცდომით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს

სლოვაკეთის პარლამენტმა შეცდომით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს.

პარლამენტმა სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილებებს უყარა კენჭი. როგორც აღმოჩნდა, ცვლილებები, რომელიც უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს, პარლამენტარებმა შეცდომით მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულება მხოლოდ იმ ღონისძიებებზე იქნება დაშვებული, რომელსაც ოფიციალური უცხოური დელეგაციები ესწრებიან.

მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარემ, ბელა ბუგარმა განაცხადა, რომ დეპუტატები დოკუმენტის ინიციატორებს ენდნენ და ცვლილებების არსში არ გარკვეულან.

დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, კანონპროექტი პარლამენტში დააბრუნოს. თავის მხრივ ქვეყნის პრეზიდენტმა დეპუტატებს ურჩია, უკეთ გაერკვენ და წაიკითხონ ის კანონპროექტები, რომელსაც ხმას აძლევენ.

"ინტერპრესნიუსი"