ტელესერიალის გამო ვლადიმირ ზელენსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს უკრაინის რადას ვიცე-სპიკერი
ტელესერიალის გამო ვლადიმირ ზელენსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს უკრაინის რადას ვიცე-სპიკერი
უკრაინის უმაღლესი რადას პირველი ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი ირინა გერაშჩენკო პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

როგორც გერაშჩენკომ თავის "ფეისბუქგვერდზე“ დაწერა, სერიალში "ხალხის მსახური“ ზელენსკის გმირის გამონათქვამები შეურაცხყოფს შშმ პირებს. მისი თქმით, პრეზიდენტი გოლობოროდკო, რომელსაც ზელენსკი თამაშობს, იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "ოლიგროფრენები“ და "დაუნები“.

"ჩვენ ევროპულ უკრაინას, ტოლერანტულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც სიძულვილის ენა დაუშვებელია. ასეთი ხუმრობები მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში", - აცხადებს გერაშჩენკო.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა