ჯეკ შეფერდის საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსტრადირება 10 აპრილს მოხდება
ჯეკ შეფერდის საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსტრადირება 10 აპრილს მოხდება
ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსტრადირება ოთხშაბათს მოხდება.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მის ექსტრადირებას ავიაკომპანია Georgian Airways განახორციელებს.

როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში ჯეკ შეფერდის ექსტრადირების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მარტს მიიღო.

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც
მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?