ირანმა აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა - კვირის პალიტრა

ირანმა აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. აშშ-ს ცენტრალური სარდლობა პასუხისმგებელია სამხედრო ოპერაციებზე ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.

ირანის ხელისუფლებაში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ არაკანონიერი და საფრთხის შემცველია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო. ამის შესახებ განცხადება დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"