"ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს
"ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს
"ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ბოლო 7 წელი ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული.

"ვიკილიქსში“ აცხადებენ, რომ ჯულიან ასანჟს საელჩოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ეკვადორის ელჩმა პოლიცია მიიწვია საელჩოს ტერიტორიაზე მის დასაკავებლად.

შეგახსენეთ, რომ 2010 წელს ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. ასანჟი ამავე წლის
დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს, შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?