ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ქვეყნის უმაღლესი სახელმძღვანელო ორგანოა."მე-14 მოწვევის უზენაესი სახალხო კრების პირველ სესიაზე კიმ ჩენ ინი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული ერთსულოვნად“, - ნათქვამია განცხადებაში.უზენაესმა სახალხო კრებამ ასევე აირჩია მინისტრთა კაბინეტი და მისი ხელმძღვანელი.მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარედ კიმ ჩჟე რიონი აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.