რატომ ცხოვრობდა ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოში?
რატომ ცხოვრობდა ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოში?
ფოტო:ჯუ­ლი­ან ასანჟ­ი
ჯუ­ლი­ან ასანჟ­მა 7 წლის შემ­დეგ ეკ­ვა­დო­რის სა­ელ­ჩო და­ტო­ვა. ის გუ­შინ და­ა­კა­ვეს და მალე აშშ-ში ექ­სტრა­და­ცი­აც ელის. და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც უამ­რავ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა, თით­ქმის მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა.

ვინ არის ჯუ­ლი­ან ასან­ჟი?


ის "ვი­კი­ლიქ­სის“ 47 წლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. "ვი­კი­ლიქ­სი“ არის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი წყა­როს სა­შუ­ა­ლე­ბით სხვა­დას­ხვა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ჯა­რო­ებს.

ჯუ­ლი­ან ასანჟ­ის დაკავება

ასან­ჟი ცნო­ბი­ლი 2010 წელს გახ­და, რო­დე­საც "ვი­კი­ლიქსმა“ყო­ფი­ლი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­როს, ჩელ­სი მე­ნინ­გის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

იმა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში "ვი­კი­ლიქ­სის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­სა­ჯა­როვ­და უპ­რე­ცენ­დენ­ტო
მას­შტა­ბე­ბის სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის აშშ-ს დიპ­ლო­მა­ტე­ბის კერ­ძო სა­უბ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. მე­ნინ­გი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­თვის 2013 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და 35 წელი მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა 2017 წლის 18 იან­ვარს იმ დროს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ
მე­ნინგს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცი­რა და ის პა­ტიმ­რო­ბი­დან იმა­ვე წლის მა­ის­ში გა­მო­ვი­და.

რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და ჯუ­ლი­ან ასან­ჟი ეკ­ვა­დო­რის სა­ელ­ჩო­ში?


ასან­ჟის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი 2010 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მოს­ცეს, თუმ­ცა არა მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გამო - ის ორმა ქალ­მა შვე­დეთ­ში სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

2010 წელს ასან­ჟი სა­ექ­სტრა­და­ციო მოს­მე­ნა­ზე გა­მო­ცხად­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, თუმ­ცა გი­რაო შე­უ­ფარ­დეს. სა­ბო­ლო­ოდ, მო­სა­მარ­თლემ ასან­ჟის შვე­დეთ­ში ექ­სტრა­და­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

2012 წელს "ვი­კი­ლიქ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ეკ­ვა­დო­რის სა­ელ­ჩო­ში შე­ვი­და, მას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცეს და და­კა­ვე­ბამ­დე, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ელ­ჩო­ში ცხოვ­რობ­და.

2017 წლის მა­ის­ში შვედ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვი­ტეს, თუმ­ცა ბრი­ტა­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო მისი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი მი­ი­ღო.

რა­ტომ და­ტო­ვა მან სა­ელ­ჩო?

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები