რატომ ცხოვრობდა ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოში? - კვირის პალიტრა

რატომ ცხოვრობდა ჯულიან ასანჟი 7 წელი ეკვადორის საელჩოში?

ჯულიან ასანჟმა 7 წლის შემდეგ ეკვადორის საელჩო დატოვა. ის გუშინ დააკავეს და მალე აშშ-ში ექსტრადაციაც ელის. დაკავების კადრები, რომელიც უამრავმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, თითქმის მთელმა მსოფლიომ ნახა.

ვინ არის ჯულიან ასანჟი?

ის "ვიკილიქსის“ 47 წლის დამფუძნებელია. "ვიკილიქსი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უამრავი წყაროს საშუალებით სხვადასხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას ასაჯაროებს.

ჯულიან ასანჟის დაკავება

ასანჟი ცნობილი 2010 წელს გახდა, როდესაც "ვიკილიქსმა“ყოფილი ამერიკელი სამხედროს, ჩელსი მენინგის მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა.

იმავე წლის ნოემბერში "ვიკილიქსის“ საშუალებით გასაჯაროვდა უპრეცენდენტო მასშტაბების საიდუმლო ინფორმაცია, მათ შორის აშშ-ს დიპლომატების კერძო საუბრები, პოლიტიკოსების შეხედულებები ერთმანეთისა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

აშშ-ს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მენინგი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებისთვის 2013 წელს დააპატიმრეს და 35 წელი მიუსაჯეს. თუმცა 2017 წლის 18 იანვარს იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მენინგს სასჯელი შეუმცირა და ის პატიმრობიდან იმავე წლის მაისში გამოვიდა.

რატომ იმყოფებოდა ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში?

ასანჟის დაპატიმრების ორდერი 2010 წლის აგვისტოში გამოსცეს, თუმცა არა მასალების გასაჯაროების გამო - ის ორმა ქალმა შვედეთში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

2010 წელს ასანჟი საექსტრადაციო მოსმენაზე გამოცხადდა დიდ ბრიტანეთში, თუმცა გირაო შეუფარდეს. საბოლოოდ, მოსამართლემ ასანჟის შვედეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო.

2012 წელს "ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ეკვადორის საელჩოში შევიდა, მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს და დაკავებამდე, 7 წლის განმავლობაში საელჩოში ცხოვრობდა.

2017 წლის მაისში შვედმა სამართალდამცველებმა გამოძიება შეწყვიტეს, თუმცა ბრიტანულმა პოლიციამ გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებული პირობების დარღვევის გამო მისი დაკავების ორდერი მიიღო.

რატომ დატოვა მან საელჩო?

(გაგრძელება)