"ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 10 პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 10 პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

თურქეთში, სასამართლომ "ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების ბრალდებით დაკავებული ათი პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს თურქეთის უშიშროებამ იზმირში ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც სირიის 9 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ ათივე პირი საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში გადაიყვანეს.