რატომ შემცირდა ვლადიმირ პუტინის შემოსვალი 10 მილიონი რუბლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში? - კვირის პალიტრა

რატომ შემცირდა ვლადიმირ პუტინის შემოსვალი 10 მილიონი რუბლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ქვეყნის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა 2018 წლის შემოსავლების ამსახველი ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დეკლარაციის მიხედვით, პუტინის შემოსავლები შემცირდა, მედვედევის კი პირიქით, გაიზარდა.

ერთი წლის განმავლობაში კრემლის ლიდერის შემოსავალმა 10 მილიონი რუბლით (155 000 დოლარი) დაიკლო. 2018 წელს რუსეთის პირველი პირის შემოსავალი 8 648 353 რუბლს (134 000 დოლარი) შეადგენდა მაშინ, როდესაც 2017 წლის ანალოგიური მონაცემის ოდენობა 18 728 268 (290 2000 დოლარი) რუბლი იყო.

კრემლის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის, განმარტებით, 2017 წელს პრეზიდენტის შემოსავალი შეიცვალა იმის გამო, რომ მან მიწის ნაკვეთი გაყიდა. მაშინ პრეზიდენტის დეკლარაციიდან 1500 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი გაქრა.

საშუალოდ 2018 წლის პუტინის ყოველთვიური შემოსავალი 720,7 ათას რუბლს (11 100 დოლარის) შეადგენდა.

შემოსავლების გარდა რუსეთის პრეზიდენტის დეკლარაციაში თითქმის არაფერი შეცვლილა: პუტინი კვლავ ფლობს რუსეთში 77 მ2 ფართობის ბინასა და 18 მ2 ფართობის ავტოფარეხს.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერის საკუთრებაშია 153,7 მ2 ფართობის ბინა და საგარაჟე ადგილი.

ვლადიმირ პუტინის მფლობელობაშია ასევე ორი ავტომობილი ГАЗ М21 და „ნივა, ასევე სკიფის ფირმის მისაბმელი. დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს საზღვარგარეთ უძრავი ქონება არ აქვს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "პუტინი დაიმუქრა, - თუ მიხეილ სააკაშვილი რამეს დაიწყებს, მას უკვე ჩვენ დავამთავრებთო", - რას იხსენებს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში უილიამ ბერნსი?