რატომ შემცირდა ვლადიმირ პუტინის შემოსვალი 10 მილიონი რუბლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
რატომ შემცირდა ვლადიმირ პუტინის შემოსვალი 10 მილიონი რუბლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
ფოტო:ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ქვეყნის მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა 2018 წლის შემოსავლების ამსახველი ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დეკლარაციის მიხედვით, პუტინის შემოსავლები შემცირდა, მედვედევის კი პირიქით, გაიზარდა.

ერთი წლის განმავლობაში კრემლის ლიდერის შემოსავალმა 10 მილიონი რუბლით (155 000 დოლარი) დაიკლო. 2018 წელს რუსეთის პირველი პირის შემოსავალი 8 648 353 რუბლს (134 000 დოლარი) შეადგენდა მაშინ, როდესაც 2017 წლის ანალოგიური მონაცემის ოდენობა 18 728 268 (290 2000 დოლარი) რუბლი იყო.

კრემლის პრეს-მდივნის,
დიმიტრი პესკოვის, განმარტებით, 2017 წელს პრეზიდენტის შემოსავალი შეიცვალა იმის გამო, რომ მან მიწის ნაკვეთი გაყიდა. მაშინ პრეზიდენტის დეკლარაციიდან 1500 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი გაქრა.

საშუალოდ 2018 წლის პუტინის ყოველთვიური შემოსავალი 720,7 ათას რუბლს (11 100 დოლარის) შეადგენდა.

შემოსავლების გარდა რუსეთის პრეზიდენტის დეკლარაციაში თითქმის არაფერი შეცვლილა:
პუტინი კვლავ ფლობს რუსეთში 77 მ2 ფართობის ბინასა და 18 მ2 ფართობის ავტოფარეხს.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერის საკუთრებაშია 153,7 მ2 ფართობის ბინა და საგარაჟე ადგილი.

ვლადიმირ პუტინის მფლობელობაშია ასევე ორი ავტომობილი ГАЗ М21 და „ნივა, ასევე სკიფის ფირმის მისაბმელი. დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს საზღვარგარეთ უძრავი ქონება არ აქვს. გაგრძელება

ჯიმი
15 აპრილი 2019 20:03
კრიზისი აქვთ სერიოზული მიდიან იქ საიდანაც გზა უკან არაა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები