პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი სრულად ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი სრულად ჩამოინგრა

პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ ხანძრის გაჩენის მიზეზები უნდა დაადგინოს. საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ არის დაშავებული.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო “როიტერსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი სრულად ჩამოინგრა.

"ინტერპრესნიუსი"