რუსეთი ოკუპანტია !
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მეხანძრეებმა გადაარჩინეს სრულ განადგურებას, თუმცა...
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მეხანძრეებმა გადაარჩინეს სრულ განადგურებას, თუმცა...
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქცია მეხანძრეებმა გადარჩენეს სრული განადგურებისგან, თუმცა ძეგლმა კოლასალური დაზიანება მიიღო. ამის შესახებ  ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.
როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ. “რელიკვიები საეკლესიო საცავში ინახება და იქ ცეცხლის გავრცელების რისკი არ არის”, - განაცხადა ანდრე ფინომ.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რი­ზის ქუ­ჩე­ბი ხალ­ხით იყო სავ­სე,
ისი­ნი ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ ტა­ძარს ადევ­ნებ­დნენ თვალ­ყურს. ხალ­ხის ნა­წი­ლი ტი­რო­და, ნა­წი­ლი კი სა­გა­ლობ­ლებს მღე­რო­და. საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და ეკ­ლე­სი­ე­ბის ზა­რე­ბის რეკ­ვა...
საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი პი­რო­ბას დებს, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარს აღად­გე­ნენ, ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

მე­ხან­ძრე­ებ­მა შეძ­ლეს 850 წლის წინ აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბის ქვის მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რა
და ორი კოშ­კი ცე­ცხლის­გან გა­და­ერ­ჩი­ნათ, თუმ­ცა ჭერი ჩა­მო­ი­შა­ლა.

ხან­ძრის კონ­ტრო­ლი მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ და­წყე­ბი­დან 9 სა­ა­თის შემ­დეგ შეძ­ლეს. მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ხან­ძა­რი ტა­ძარ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა მომ­ხდარს იძი­ებს.
ფო­ტო­ზე წით­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხუ­რა­ვის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ცე­ცხლის შე­დე­გად ჩა­მო­ი­შა­ლა
გუ­შინ ღა­მით ად­გილ­ზე მი­სულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ყვე­ლა­ზე ცუ­დის თა­ვი­დან არი­დე­ბა შეძ­ლეს“ და ტაძ­რის მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რა გა­დარ­ჩა. პრე­ზი­დენ­ტი თან­ხის მო­ძი­ე­ბის კამ­პა­ნი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გეგ­მავს.

Washington Examiner წერს, რომ აშშ პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აპი­რებს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, რის შემ­დე­გაც ის თხოვ­ნით მი­მარ­თავს კონ­გრესს, გა­ი­ღოს ტაძ­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო სრუ­ლი თან­ხის 17.83%. ეს ციფ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი - სწო­რედ 1783 წლის „პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბის“ შე­დე­გად დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.

ცე­ცხლი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 18:30 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა და ეკ­ლე­სი­ის სა­ხუ­რავს სწრა­ფად მო­ე­დო.

„ნოტრ-დამი იწ­ვის, საფ­რან­გე­თი ტი­რის და მას­თან ერ­თად მთე­ლი მსოფ­ლიო. ეს უზო­მოდ ემო­ცი­უ­რია,“ - გა­ნა­ცხა­და პა­რი­ზის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა.

ვა­ტი­კა­ნი მომ­ხდა­რის გამო უზო­მო მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი მომ­ხდარს „სა­ში­ნე­ლე­ბად“ აფა­სებს.

იუ­ნეს­კო აცხა­დებს, რომ „დგას საფ­რან­გე­თის მხა­რეს, რომ გა­და­არ­ჩი­ნოს და აღად­გი­ნოს შე­უ­ფა­სე­ბე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა“, რო­მელ­საც წე­ლი­წად­ში თით­ქმის 13 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა ნოტრ-დამს „საფ­რან­გე­თი­სა და ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლო“ უწო­და.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?