გამოკითხვის მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს 47%-ით უსწრებს - კვირის პალიტრა

გამოკითხვის მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს 47%-ით უსწრებს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს რეიტინგში 47%-ით უსწრებს.

აღნიშნულს ცხადყოფს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ზელენსკის მხარს რესპონდენტთა 72.2% უჭერს, ხოლო პოროშენკოს კი 25.4%. გამოკითხულთა 2.4%-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე მივლენ, რათა ბიულეტენი გააფუჭონ.

აღნიშნული გამოკითხვა 9-დან 14 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა უკრაინის რეგიონების 129 დასახლებულ პუნქტში 2004 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 3.3%-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

იხილეთ ასევე: "თაღლითი, პოპულისტი და საუცხოო კორუფციონერი - მიხო სააკაშვილი" - პრეზიდენტობის პრეტენდენტ ზელენსკის პაროდია სააკაშვილზე