პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია - კვირის პალიტრა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს.

თანხები ძირითადად მსხვილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა გადარიცხეს. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ინტერნეტ-პორტალი გაიხსნება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს შემოწირულების გაღებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო. 200 მილიონი ევრო კი LVMH Moët Hennessy - Louis Vuitton-ის ჯგუფმა და არნოების ოჯახმა გამოყვეს.

ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

იხილეთ ასევე: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ