პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია
17-04-2019
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს.

თანხები ძირითადად მსხვილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა გადარიცხეს. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ინტერნეტ-პორტალი გაიხსნება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს შემოწირულების გაღებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო. 200 მილიონი ევრო კი LVMH Moët Hennessy - Louis Vuitton-ის ჯგუფმა და არნოების ოჯახმა გამოყვეს.

ძლიერი ხანძარი პარიზის
ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები