"ჩვენი გადანგურებული ეკლესიები აღვადგინოთ - დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?"
17-04-2019
"ჩვენი გადანგურებული ეკლესიები აღვადგინოთ - დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?"
რუსეთის "ლიბერალურ - დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ის რუსი ბიზნესმენები გააკრიტიკა, ვინც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულების გაღების მზაობა გამოხატა.

"ყველა ქვეყანაში ხდება ხანძარი. ჩვენ ბევრი ეკლესია გვაქვს, რომელიც ომის დროს ან ბოლშევიკების მიერ იყო განადგურებული. მოდით, ისინი აღვადგინოთ, თორემ პირველ რიგში უცხოელებისკენ გავრბივართ. დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?“ - განაცხადა პოლიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსმა მილიარდერმა ანდრეი ანდრეევმა მზაობა გამოხატა თავისი კომპანიის შემოსავლების ნაწილი ნოტრ-დამის აღდგენას შესწიროს. დახმარების
მზაობა ასევე გამოხატა "სბერბანკის“ თავმჯდომარემ გერმან გრეფმა.

ezra
17 აპრილი 2019 13:19
ეს კაცი არც ისე სულელი ყოფილა, როგორც მეგონა.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები