შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს?
შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს?
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აპრილის ბოლომდე შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტის მოწვევით ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი რუსეთს ვიზიტით აპრილის მეორე ნახევარში ეწვევა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს განიხილებოდა ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირისპირი შეხვედრის შესაძლებლობები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები