შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქების შედეგად 180-მდე ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქების შედეგად 180-მდე ადამიანი დაიღუპა

შრი-ლანკაში კიდევ ორი აფეთქება მოხდა, რამაც დღეს მომხდარი აფეთქებების რაოდენობა რვამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შრი-ლანკაში 6 ლოკაციაზე, 3 სასტუმროში და 3 ეკლესიაში აფეთქებების შედეგად 180 ადამიანამდე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 35 უცხოელია. 400-მდე ადამიანი დაშავებულია.

ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ და ექსტრემისტურ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა ამ ტერაქტებზე.

"ინტერპრესნიუსი"