უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია - კვირის პალიტრა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 25.3%.

ეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. პირველ ტურში უფრო მეტი ხმა ასევე ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.

ცხადია, ეგზიტპოლების შედეგები საფუძველს მაძლევს ჩემს ოპონენტს დავურეკო და მივულოცო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

“მე ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ მივდივარ. მე ვრჩები პოლიტიკაში და უკრაინისათვის ვიბრძოლებ”,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

"ინტერპრესნიუსი"