შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი კი 500 ადამიანს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შრი-ლანკაში 8 აფეთქება მოხდა, მათ შორის 3 სასტუმროში და 3 ეკლესიაში.

აღნიშნულ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა.

შრი-ლანკას ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღო, ასევე დაბლოკილია სოციალურ ქსელებზე წვდომა.

"ინტერპრესნიუსი"