"რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პირველი გამოგიწვდით დახმარების ხელს უბედურების ჟამს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პირველი გამოგიწვდით დახმარების ხელს უბედურების ჟამს"

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის აღორძინებაში წარმატებები უსურვა.

"მინდა წარმატებები ვუსურვო ვლადიმერ ზელენსკის კეთილშობილ საქმეებში, რომელიც მიმართულია უკრაინის აღორძინებასა და რუსი და უკრაინელი ხალხის ერთიანობისკენ“, - განაცხადა კადიროვმა.

რამზან კადიროვის თქმით, რუსეთი უკრაინის ყველაზე ახლო მეზობელია.

"რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პირველი გამოგიწვდით დახმარების ხელს უბედურების ჟამს, რუსეთი ახლოს არის“, - დასძინა მან.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

"ინტერპრესნიუსი"