ტრამპი: "New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს"
ტრამპი: "New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს"
გაზეთ New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მაინტერსებს, მომიხდის თუ არა New York Times მეორედ ბოდიშს, როგორც მათ ეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს, თუმცა, ამჯერად ეს უფრო დიდი და უკეთესი ბოდიში იქნება. მათ მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევთ. ნამსდვილად ხალხის მტრები არიან", - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ "ადრე
თუ პრეზიდენტი იყავი და კარგი ეკონომიკა გქონდა, კრიტიკისგან დაცული იყავი".

"ეკონომიკა ახლა შესანიშნავია. როგორც პრეზიდენტს, ჩვენს ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკა მაქვს. თუმცა, მედიისთვის ეს არაფერს ნიშნავს. რადიკალი მემარცხენე "დემოკრატები" "ფეიკ ნიუს" მედიასთან ერთად სრულიად შეიშალენ. ეს კი ნიშნავს, რომ "რესპუბლიკელების" დღის წესრიგი მუშაობს", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები