კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა
24-04-2019
კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. გამთენიისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. პირველი გაჩერება კიმ ჩენ ინმა ხასანის სარკინიგზო სადგურზე გააკეთა, სადაც მას პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო საზეიმოდ დახვდა.

კიმ ჩენ ინის მარშრუტის საბოლოო დანიშნულება ვლადივოსტოკია.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი
გახდა. ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?