"დიდი ხანია რუსეთში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი" - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია რუსეთში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი"

დიდი ხანია რუსეთში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. პირველი გაჩერება კიმ ჩენ ინმა ხასანის სარკინიგზო სადგურზე გააკეთა, სადაც მას პრიმორიეს მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კოჟიმიაკო საზეიმოდ დახვდა.

„ბევრი კარგი მსმენია თქვენს ქვეყანაზე და დიდი ხანია ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც ქვეყნის სათავეში მოვედი და მხოლოდ ახლა შევძელი რუსეთში ჩამოსვლა“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მამამისს ძალიან უყვარდა რუსეთი და ახლა ის, ტრადიციისამებრ, ორ ქვეყნებს შორის კავშირებს გააძლიერებს.

25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გახდა. ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

"ინტერპრესნიუსი"